2019-09-15 16:37:42, 1762 ნახვა
პოლიტიკა
NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
სამშაბათს, 17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი).
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს (ხუთშაბათს) გამოქვეყნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,