|
2019-09-13 12:22:45, 1111 ნახვა
რეგიონი
მავთულხლართების მიღმა მცხოვრები - 88 წელია საქართველოში ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!
„88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!“ - ამ სიტყვებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს მიმართა. როგორც დათა ვანიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული აქვს წვდომა პენსიაზე, სამედიცინო მომსახურებასა და საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის გაყოფის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა. „მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის „მოქალაქეობა“ და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის „მოქალაქეობა“ როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. „რა ვჭამო, რითი ვიარსებო? ხან ვინ მომაწვდის და ხან ვინ. როდემდე ვიყო ასე“, - აღნიშნა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფილი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფება. მედლინ მუნი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიგამყოფ ხაზთან ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)