|
2019-09-12 16:25:50, 1619 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს ასამბლეის პრეზიდენტი: თუ საქართველოს ჩვენი ოჯახის წევრობა სურს, ჩვენი ფასეულობები უნდა გაითავისოს
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების შემდეგ მე და ჩემი კოლეგები ჩვენს ქვეყნებს მოვუყვებით იმ პროგრესზე, რაც უკვე არსებობს და ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოს ნატო-ს ოჯახის წევრობა სურს, მან ის ღირებულებები და ფასეულობები უნდა გაითავისოს, რაც ამ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. „სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან თანამშრომლობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი გზისადმი მხარდაჭერა. მე უფრო ადრე ჩამოსვლა მსურდა, მაგრამ იყო მცირე სირთულეები, რომელმაც შემაჩერა. თუმცა, ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან მე ჩემთან ერთად მაღალი რანგის კოლეგები ჩამოვიყვანე თურქეთიდან პორტუგალიასა და ლატვიიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, ვუსმენთ და ვხედავთ რა ხდება აქ. ჩვენ ლონდონში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში დავბრუნდებით და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არის და იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას. გზა დემოკრატიისადმი არის გზა, რომელიც მუდმივად განვითარებადია, იმიტომ, რომ საბოლოოდ ვერასდროს აღწევ დემოკრატიას - ის ყოველთვის მიმდინარე პროცესია. ამ პროცესში ყოველთვის არის გამოწვევები და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ ამ გზაზე. მესმის იმედგაცრუებებისიც - ხანდახან, შეიძლება მოგჩვენოთ, ცვლილება რომ ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ის გახლდათ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი და მე მსურს გითხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები. როდესაც თქვენ უკვე ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია იყოს ამ ოჯახის მყარი, სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვუყურებთ პროგრამას, რომელიც ჩვენთვის არის შედგენილი და მე მსურს გითხრათ რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა. ეს არის უპირველესი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანას სურს დემონსტრირება მოახდინოს თავისი მზაობისა იყოს ღია და გამჭვირვალე“, - განაცხადა მედლინ მუნიმ.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)