2019-09-12 15:56:22, 1697 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ხაზარაძეზე: ასეთ ბიბლიურ, მისტიურ და ლირიულ წარმოდგენას არ მოველოდი
ასეთ ბიბლოიურ, მისტიურ, ლირიულ წარმოდგენას არ მოველოდი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მას საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მდარე შთაბეჭდილება დარჩა.
„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურო, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა: ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან