16:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 10:02:11, 1465 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: აშშ-ს ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად და კომერციულად მომგებიანია

 „ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების - Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს. ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა  დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ,  იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან  სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე,  ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics