2019-09-12 08:11:49, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები.
"ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან