05:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 17:46:56, 1823 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან  ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო და 3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში  ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრები ელით.

„ვისოლსა“ და „სმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას ან Power Bank-ს მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, „დანკინში“  კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.

მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა - Apple Pay-ი - მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.

„ვისოლს“ VISA International Service Association-თან  თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება  აქვს. სააღდგომო აქციის ფარგლებში, თიბისი ერთგულთან ერთად 50 ლარის შესაძენზე მომხმარებელი 5 ერთგულ ქულას იღებდა საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics