22:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 13:17:01, 1748 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება

14-15 სექტემბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თბილისის მერიისა და კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით, ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

როგორც მან აღნიშნა, ფესტივალის ფარგლებში, თბილისში არსებული გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და მზარეულები მსურველებს მონომენიუებით ორი დღის განმავლობაში გაუმასპინძლდებიან.

მისივე თქმით, დაინტერესებული პირები ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და რეგისტრაციის გავლას სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ვებგვერდისა და  „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით შეძლებენ. 

„თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს  - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ვიწყებთ. თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია სახელწოდებით „თბილისური ბაზარი“, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ერთგვარი პლატფორმაა და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება.  ამჯერად კი ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო მიმართულებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, პირველად, თბილისურ „სტრიტ ფუდ“ მარკეტს ჩავატარებთ. ბოლო პერიოდში, თბილისში მრავლად გაჩნდა ახალი, საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობამაც, პირველი ფესტივალის ჩატარებას მისცა ბიძგი. ორბელიანის მოედანს ნამდვილად სჭირდება მსგავსი პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ დედაქალაქის ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ ახლახან განვახორციელეთ, უფრო მეტად გამოცოცხლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობას სწრაფი კვების ობიექტები, საკონდიტროები, მეწარმეები, ღვინისა და კრაფტ ლუდის მწარმოებლები მიიღებენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics