21:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 13:12:44, 1863 ნახვა

საზოგადოება
მერია სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების თავიდან აცილების მიზნით, საპრევენციო მექანიზმს შექმნის

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა. 

კახა კალაძემ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს. 

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს კიდევ სხვა დაზარალებულები, მათ შორის „ცენტრ პოინტის“. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, აქაც, უახლოეს მომავალში მივიღებთ  გადაწყვეტილებას და ამ ოჯახების პრობლემაც იქნება მოგვარებული. ძალიან მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული და 4000 დაზარალებული ოჯახია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას.  მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ. 

დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს. 

შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics