|
2019-09-11 11:50:52, 2283 ნახვა
რეგიონი
აჭარაზე სტატიებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპოსტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესაიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა. აჭარას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe. საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-მა კი ბათუმზე საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. მიმდინარე კვირას, რეგიონს ჟურნალისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეთიდანაც ეწვევიან. მედია-ინფოტურები რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)