22:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 16:57:30, 1958 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსმა გახარიას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში საქართველო-ლიეტუვის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე.

პოზიტიურად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საარჩევნო სისტემის დახვეწის მიმართულებით, კერძოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საკითხის მაღალ დონეზე განხილვის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე რუსეთთან ორმხრივ დიალოგში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა ნატოსთან გააქტიურებულ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუვას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics