04:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 15:24:49, 1872 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - უახლოეს წლებში ბათუმში ყველა ქუჩა იქნება რეაბილიტირებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძე გაეცნო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი მაიაკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

3 კმ. სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე უკვე ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. გამოიცვალა და შესაბამისი მეთოდით დამუშავდა გრუნტი, დამონტაჟდა საკანალიზაციო ჭები, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და ტროტუარებზე დაიგო ფილები.

პარალელურ რეჟიმში რეაბილიტაცია უტარდება ე.წ. ჭაობის, ბონის, გონიო-კვარიათის დასახლების ქუჩებს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

„წლის განმავლობაში ბათუმის მერია კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში, ასევე მერიის ბიუჯეტით ახდენს 35-ზე მეტი უბნის რეაბილიტაციას და 32 მლნ. ლარზე მეტი იხარჯება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, უახლოეს წლებში ჩვენ ბათუმში პრაქტიკულად აღარ გვექნება არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი თანამედროვე გზის გარეშე" -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics