|
2019-09-10 13:22:54, 2410 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ თურქული გემის ეკიპაჟს უმასპინძლა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ თურქული გემის TCG SANCAKTAR (L 403) კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში უმასპინძლეს. შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული, მაქბულე ქოჩაქი ესწრებოდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. „თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. მხარეთა შორის თანამშრომლობა მზარდია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის წარმატება ეფუძნება არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისათვის“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. თურქული ფრეგატი TCG SANCAKTAR (L 403) ბათუმის პორტში გუშინ შემოვიდა. გემის ვიზიტი თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღავაო სამხედრო სასწავლებლის 2019 წლის საზღვაო წვრთნების ფარგლებში ხორციელდება. გემზე იმყოფება 236 სტუდენტი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი საზღვაო წვრთნები თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით. წვრთნებისას სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში. თურქული ფრეგატი ბათუმის პორტში სამ დღეს დაჰყოფს. ბათუმის ნავსადგურში TCG SANCAKTAR (L-403) გემის დათვალიერება ვიზიტორებს 10 სექტემბერს, 10:00-17:00 საათზე შეეძლებათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)