|
2019-09-10 12:59:22, 2367 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ სამცხე-ჯავახეთის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. წითლიძე რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, მათ შორის, რეაბილიტირებულ ყაურმა-მამწყვარასა და მამწვარას სარწყავი სისტემების მუშაობას გაეცნო. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის აღდგენა მუნიციპალიტეტში 1140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდებას 440 ჰექტარზე გააუმჯობესებს. გენერალურმა დირექტორმა რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა სამომავლო გეგმები და ის პროექტები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კომპანია სამცხე-ჯავახეთში განახორციელებს. ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 9 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1700 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)