22:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 18:19:25, 1491 ნახვა

საზოგადოება
შუახევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

შუახევში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მიმდინარე წელს დაგეგმილი 75 ინფრასტრუქტურული ღონისძიებიდან 37 დასრულდა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დასრულებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა:

სოფელი ნენია;

 ბეტონის საფარი დაიგო სოფელ ნენიის ახალშენის უბანში შიდა სასოფლო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 784 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,, გორა +“ ასრულებდა.

სოფელი ფურტიო;

სოფელ ფურტიოს ცენტრში გარე განათების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში 20 გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათები დაამონტაჟა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 091 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებდა.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics