04:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 15:19:04, 1964 ნახვა

კომენტარი
​ბოკერია გახარიაზე: კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო - შესაძლებლობა არ მიეცა, რომ სადღეგრძელოებით დრო გაეყვანა

"გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბოკერიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მმართველი გუნდს პასუხს გასცემს და "ქართული ოცნება" არჩევნების გზით "დაისჯება".

"სისულელეა, გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, ეს არის და ეს და ყოველთვის "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ თავს. უნდა იგრძნონ ინტელექტუალურად დამცირებულად თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მაგრამ მერე წუწუნი იმაზე, „როგორ დაგვჩაგრეს“, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რაც თქვა გახარიამ, ივანიშვილის რჩეულმა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსმენაზე - რომ ხვალაც რომ იყოს ვითარება, გავრილოვს ან მისნაირ ფიგურას შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, ისევ იმავე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს? ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ მშვიდი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და რაც მთავარია, მწარე მშვიდობიანი დასჯით არჩევნებზე და ეს მოხდება ასეთი უტოფრობის ფონზე აუცილებლად", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics