20:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 13:15:43, 2090 ნახვა

პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - მკაცრად ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთანაა დაკავშირებული

 „მსურს, მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან“, -  ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო მინისტრ, დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ლიეტუვა საქართველოს ევროინტგრაციის გზაზე მხარს უჭირს.

„ეს ქმედებები მიუღებელია და ვგმობთ მას. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს, რასაც საქართველო აკეთებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ლიდერია ამ მიმართულებით. ნატოსთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრივით მოქმედებს, აგზავნის ჯარისკაცებს, იზიარებს რისკებს, რაც სამომავლოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები იქნება“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics