05:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 13:30:05, 3359 ნახვა

ეკონომიკა
გახარია - საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს.

„იყო საუბარი დღგ-ს ნაწილზე. საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ გვექნება პირდაპირი, ღია, აბსოლუტურად გახსნილი დისკუსია და კომუნიკაცია ბიზნესთან, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი, ლიბერალური კანონმდებლობა საგადასახადო, თუმცა კონტროლის და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს საერთო ბიზნესის ინტერესია, რამეთუ თამაშის წესები უნდა იყოს ყველასთვის ერთი. საგადასახადო დისციპლინა ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics