05:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 19:13:38, 1791 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ქედის მოსახლეობის საჭიროებებს ბიუჯეტში მაქსიმალურად ავსახავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან ერთად  აგარის, აქუცისა და დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რაც ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს. მიმდინარე პროექტების გაცნობის პარალელურად, მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მოსახლეობის მხრიდან წამოსული ყველა საკითხი, ყველა მოსაზრება იქნება გათვალისწინებული შემდეგი წლის ბიუჯეტში. ასევე, მინდა დავამატო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და მიიღებს რეგულარულ ხასიათს." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  სოფელ პირველ მაისში 20 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სახელმწიფო ბინებით იმ ოჯახებს უზრუნველყოფს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას.

ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 998 000 ლარია გათვალისწინებული, რაც 46 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics