2019-09-06 18:17:12, 2500 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9636 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9598 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2683 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2724 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,