19:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 11:00:39, 731 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: „EUROJUST"-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილი გახდა

EUROJUST"-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი“, - ამის შესახებ იუტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. აქ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის მართვის სტრუქტურებსა და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში, რა თქმა უნდა, დავრჩებით.

წინა დამტკიცებისას მე გეუბნებოდით სწორედ ამ ტრიბუნიდან, რომ „EUROJUST"-თან ვაწერდით ხელს შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელმოწერილია. შესაბამისად, შეთანხება 27 ივლისიდან არის ძალაში და საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილია. თქვენ იცით, რომ ევროპული გაგებით იუსტიციის სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროს, არამედ ეს ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, ნიშნავს სასამართლოებს. მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა, ფართო გაგებით, 27 ივლისიდან გახლავთ ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ სახელწიფო ინტერესის ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics