19:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 10:21:00, 704 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი მიწის სწორად მართვაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვის მიზნით შეიქმნება.

„ალბათ ყველაფრის საფუძველი, როდესაც  სოფლისა  და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე  ვსაუბრობთ, არის მიწის სწორად მართვა. შესაბამისად, აღსანიშნავია მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვისთვის ახალი კანონმდებლობა, რომლის შექმნაზეც პარლამენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა კომიტეტთან, მის თავმჯდომარესთან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების  განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონების შემუშავების პროცესში. აღნიშნული კანონების აღსრულებას სჭირდება ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე 2020 წლიდან შეიქმნება. ახალი უწყება ფუნდამენტურად შეცვლის მიწის რესურსის გამოყენებას,  გაითვალიწინებს მის როგორც  ეკონომიკურ, ისე  გარემოსდაცვით ასპექტებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა   სოფლის მეურნეობის განვითარებითვის სამელიორაციო პროექტებზე განხორციელების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დავიწყეთ სოლიდური თანხების ინვესტირება,  იმისთვის, რომ საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა შეგვექმნა. დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები, იზრდება დრენირებული ფართობებიც. მიმდინარე წელს დაახლოებით 600 ჰა-მდე, ხოლო მომავალი წელს,  დაახლოებით,  10 000 ჰა-მდე ფართობის წყალუზრუნველყოფა  იგეგმება“,  - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics