2019-09-06 10:02:36, 907 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს შეხვდებიან
მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.
საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის გამო მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.
7 სექტემბერს კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები მოუსმენენ.
რაც შეეხება, 8 სექტემბერს პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განიხილება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან