17:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 18:47:15, 1449 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვმუშაობთ ვირტუალური ზონების განვითარების კონცეფციაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ვირტუალური ზონების განვითარების კონცეფციაზე.

კერძოდ, მისი თქმით, ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ", რომელიც წაახალისებს საინფორმაციო და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიებს. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური სერვისების დარგში.

 „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გაგრძელდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ახალგაზრდა, პერსპექტიული ინოვატორებისთვის. საერთაშორისო დონორებთან ერთად სახელმწიფო ახორციელებს გრანტებით სტარტაპების თანადაფინანსებას საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics