2019-09-05 17:05:23, 1152 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9598 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9660 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2724 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2668 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,