05:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 15:43:12, 1570 ნახვა

კომენტარი
გომელაური წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობაზე: დასაზუსტებელია, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა თუ მათი

„ჩვენი ინფორმაციით დროშა აღმართეს, დასაზუსტებელია რა ადგილია, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია თუ მათი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა სოფელ წნელისთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი უკვე გააქტიურა.

„ცხელი ხაზი გააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. რაც მთავარია, უსაფრთხოდ რომ იყვნენ ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, მთავარი საზრუნავი არის დღეს ჩვენი ეს, დანარჩენს მოგაწვდით აუცილებლად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, ცხნინვალის მარიონეტულმა მთავრობამ და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ წნელისთან სტრატეგიული სიმაღლის ოკუპირება მოახდინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics