2019-09-05 14:15:13, 1533 ნახვა
სამართალი
ზღვის უბანში ქალი მოკლეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინეს
ზღვის უბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მაშველებმა გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მაშველები ბინას სამართალდამცველებთან ერთად ათვალიერებდნენ, რა დროსაც შუა ხნის ქალბატონის ცხედარი ნახეს. გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობა აღენიშნება.
სავარაუდოდ, ქალი მოკლეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,