|
2019-09-05 13:46:26, 7165 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება
„ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში“, - მის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობისას აქტიურად იქნება გათვალისწინებული დასავლური გამოცდილება. „მე ამ დღეებში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც არის, მე ვიტყოდი, უნიკალური. შვეიცარია, რომელიც არის ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ჯარი. მათ აქვთ უნიკალური გამოცდილება ამ მიმართულებით, კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით. არის კიდევ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მაგალითად ისრაელის, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო და ბევრი სხვა. მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად და მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა იზორიამ უკვე დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)