|
2019-09-05 11:45:32, 814 ნახვა
რეგიონი
2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებსაც დაეხმარება, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ
2020 წლიდან პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლობენ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით". „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18 დან - 25 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მათ უწყება ყოველთვიურად დაახლოებით 465 ლარს გამოუყოფს. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან წარმოდგენილი სიისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. ბენეფიციარს ყოველთვიურად ჩაერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)