19:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 18:36:16, 1410 ნახვა

რეგიონი
სუს-ი: პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-ში განუმარტეს, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის მხოლოდ ქვეითად ხდება და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.

„საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IPRM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები”, - განაცხადეს უწყებაში. 

ცნობისთვის, ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში ჩავიდა, სადაც სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა მიმდინარეობს





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics