05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 15:15:28, 1514 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი - ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა

„გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიიღო იმიტომ, რომ დასაჯა ქართული საზოგადოება, რომელიც გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ მთავრობის დამტკიცების პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა. გახარიამ ეს პოსტი მიიღო იმიტომ რომ დასაჯა ქართული საზოგადოება, რომელიც აპროტესტებდა გავრილოვის ჩამოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად გავრილოვი აღტაცებით შეხვდა მის დანიშვნას. ეს არის ფაქტობრივად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მთავრობა და ბუნებრივია, ამ სამარცხვინო მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებს არ ვაპირებთ რომ ვესაუბროთ მიმდინარე საკითხებზე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა ის რესურსი, როდესაც სთავაზობდა მაინც საზოგადოებას გარკვეულ სიახლეს ან ასევე გარკვეულ პოზიტიურ დღის წესრიგს. მას აღარ აქვს არანაირი დღის წესრიგი, ის ვერანაირ დაპირებასაც ვერ გასცემს, არავინ დაიჯერებს, ამიტომ ერთადერთი გზავნილი საზოგადოების მიმართ არის ის, რომ ყველა მოძალადე მინისტრი, რომელიც ჰყოლია ამ დროის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“, გამოიყვანა ასპარეზზე. ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ღარიბაშვილი, ესეც არის გამოწვევა. ეს არის მინისტრთა კაბინეტი, რომლის გზავნილიც არის ძალადობა და ვექტორის შეცვლა ჩრდილოეთისკენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics