|
2019-09-04 14:55:34, 1138 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: გახარია ძლიერი პოლიტიკოსი და რეფორმატორია, წარმატებით ახორციელებდა სისტემური განახლებას შსს-ში
სინამდვილეში შსს თითქმის ორი საათის განმავლობაში თმენის რეჟიმში იყო და ცდილობდა მინიმალური ზომების გამოყენებით შეეკავებინათ ძალადობა“, - ასე გამოეხაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის მოვლენებზე ჟურნალისტის შეკითხვას. როგორც თალაკვაძემ განმარტა, 20 ივნისის დროს ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. „არაერთხელ გვითქვამს, რომ აქციები, რომელიც ჯდება კანონმდებლობის ფარგლებში არის დემოკრატიის ნაწილი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქციები, რომელც კანონმდებლობის ფარგლებში ტარდებოდა, ყოველთვის იყო გარანტირებული და დაცული. რაც შეეხება, 20 ივნისის მოვლენებს, საღამოს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმისგან, თუ რა ხდებოდა დილით, საღამოს უბრალოდ ეს იყო ერთი პოლიტიკური ჯგუფის მცდელობა, რომ გულრწფელი პროტესტი გამოეყენებინათ ძალადობრივი სცენარისთვის. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანასა და საზოგადოებას არ სურს, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალადობრივი ქმედებით ახორციელებს შეტევას საზოგადოებრივ წესრიგზე და ქვეყნის მთავარ კონსიტიტუციურ ინსტიტუტზე. ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველგან, სადაც არის კანონის უზენაესობა, აქვს სათანადო კანონისმიერი პასუხი. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის გადმობრალება შს სამინისტროზე, ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ოპოზიციის მხრიდან და ბუნებრივია, თავისი სახის შესანარჩუნებლად ისინი ცდილობენ, ძალადობრივი მოვლენები, რაც მოხდა, გადააბრალონ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სინამდვილეში კი, შსს თითქმის ორი საათის განმავლობაში თმენის რეჟიმში იყო და ცდილობდნენ მინიმალური ზომების გამოყენებით შეეკავებინათ ძალადობა. პოლიციაზე ადგილი ჰქონდა ძალადობას, ეს არის უკანონობა და უკანონობაზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს ოპოზიცია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენა სხვდასხვა კრიტერიუმებით იყო განპირობებული. „გიორგი გახარია არის ძლიერი პოლიტიკოსი, ის არის რეფორმატორი და წარმატებით ახორციელებდა სისტემური განახლების რეფორმებს შსს-ში და ასევე, როგორც პოლიტიკურ ლიდერს შეუძლია რთული გადაწყვეტილებების მიღება და აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც ეკონომიკის, ასევე ძალოვან სექტორში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის. ეს არის ის არგუმენტები, რატომ მოხდა პოლიტიკური კონსულტციების შედეგად ამ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)