05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 13:00:38, 1526 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი აშშ-ის ახალ ელჩზე: ეს არის გარკვეული მესიჯი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან ურთიერთობებს

„ეს არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიმ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის დანიშვნას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დეგნანი საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატია.

„რამოდენიმე ქვეყანაში იყო დიდი პაუზა აშშ-ის ელჩები დანიშვნის. ეს ალბათ ადმინისტრაციის ცვლილების, ზოგან შეიძლება ითქვას რადიკალური ცვლილების გამოძახილია. ელჩი რომელიც ინიშნება საქართველოში, არის საკმაოდ დიდი გამოცდილების. დიპლომატიურ სამსახურში 25 წელი, მით უმეტეს ისეთ საერთაშორისო სფეროებში და ორმხრივ ურთიერთობებში გამოცდილი ადამიანი, ჩვენთვის არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურა წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics