17:52 - 17 Jun, 2026
|
2019-09-04 10:13:58, 1134 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურა წარადგინა. ამ ეტაპზე დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. მანამდე დეგნანს ეკავა დიპლომატიური თანამდებობები თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ის აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. ფლობს იტალიურს, ფრანგულ და თურქულ ენებს. ერთ-ერთი პროფესიით ჟურნალიატია. ცნობისთვის, 2018 წლის მარტიდან საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა. ინფორმაციას publicpool.kinja.com ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)