17:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 10:23:15, 979 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას გამოეხმაურა.

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას,  მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ.

პოლიციელის პროფესია არის ურთულესი, რომლის სრულად ანაზღაურება ხელფასით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება საზოგადოებისგან დაფასება. ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს პოლიციელის ოჯახი, როდესაც რჩება ოჯახის წევრის გარეშე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics