|
2019-09-03 18:19:50, 1589 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას საერთაშორისო მედია ეხმაურება
საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები საერთაშორისო მედიის ყურადღების არეალში მოექცა. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომისა და ამ პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის თემას „ევრონიუსი“, „ბი ბი სი“, „როიტერსი“ და სხვა უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან. „გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა იმ კრიზისის გამო, რომელიც მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. პოლიციას და სპეცრაზმს ბრალი დასდეს დემონსტრანტების დარბევასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში. გახარიას გადადგომა საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო“, - წერს „ევრონიუსი“. მამუკა ბახტაძის გადადგომაზე საუბრისას „ბი ბი სის“ რუსულენოვანი სამსახური კი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ბოლო დროის წარმატებულ რეფორმებსა და ტენდენციებზე, მაგრამ საკუთარი გადადგომის მიზეზებს ლაკონურად შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)