2019-09-03 14:07:00, 2262 ნახვა
კომენტარი
ვაჟა სირაძე - დემონსტრანტებმა გამოხატონ პროტესტი, მაგრამ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც დილიდან აქცია მიმდინარეობს.
როგორც სირაძემ აღნიშნა, დემონსტრანტებს უფლება აქვთ, რომ პროტესტი გამოხატონ, თუმცა არ აქვთ უფლება შენობის ბლოკირება მოახდინონ.
„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, - აღნიშნა სირაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან