17:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 12:07:29, 1293 ნახვა

საზოგადოება
ხმაურის გამო, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დარბაზიდან გააძევეს - პარლამენტმა მუშაობა განაახლა

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა სხდომა ხმაურის გამო ვერ იწყებოდა. 

კერძოდ, ჰიმნის დასრულების შემდეგ, სასესიო დარბაზში შევიდა ერთ-ერთი აქტივისტი და presa.ge-ის რედაქტორი გიორგი კაპანაძე, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის დაპუტატებს მიმართა. ამის შემდეგ პროტესტი გამოთქვეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია საყვირით ცდილობდა სხდომის ჩაშლას. ის აგრეთვე საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელაფარებული იდგა. 

სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ის დეპუტატები, რომლებიც სხდომის დაწყებას ხელს უშლიდნენ, რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და მასზე მითითებით, უთხრა რომ მათ სხდომის დატოვება მოუწევთ. 

ამის შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა "ევროპული საქართველოს" დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს. 

ცნობისთვის, დეპუტატებმა მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას უნდა მოუსმინონ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. სესიის ფარგლებში განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics