|
2019-09-03 10:40:12, 1481 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გახარიას ეკონომიკისა და იურიდიულ სფეროებში პოზიტიური გამოცდილება დაუგროვდა
გიორგი გახარიას დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, ისე ეკონომიკის და იურიდიულ სფეროებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახრიას წარდგენას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოებას წინ საინტერესო კვირა ელოდება. „გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, აქედან დაიწყო მან, ისე ეკონომიკის სფეროში, სადაც ძალიან წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას და შემდეგ იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობით. აქედან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კადიდატი, რომელემაც უნდა დაიკავიოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო კვირა, მოვისმენთ პროგრამას, რომელიც იქნება მორგებული იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ კითხვებსაც, რასაც დღეს სვამთ, გაეცემა დეტალური და ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)