|
2019-09-03 10:32:25, 1200 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - მადლობას ვუხდი ბახტაძეს თანამდებობიდან ასე კულტურულად წასვლისთვის
ივანიშვილი - მამუკა ბახტაძე კულტურული ფორმით წავიდა თანამდებობიდან, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში, - ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა საკუთარი სურვილით. „პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან, კვირა დღეს ჩვენ საღამოს შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან. საკუთარი სურვილით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურულიმ ფორმით და კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არამხოლოდ ჩვენ პარტიაში, არამედ საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი ასე ვთქვათ, პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა. ახლა კი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, საზოგადოების წინაშე მამუკა ბახტაძეს, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)