|
2019-09-03 10:05:54, 9802 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა გახარიას სრული მხარდაჭრა გამოუცხადა. "მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღე სრული მხარდაჭერა. საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდეგ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)