|
2019-09-02 17:09:16, 1117 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ის, რომ ჩემს შესაძლო გადადგომას აქამდე არავინ ადასტურებდა, პოლიტკორექტულობის მარტივი მაგალითია
სანამ გადაწყვეტილება არ არის მომწიფებული, მასზე საუბარი არაპოლიტკორექტულია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბახტაძის თქმით, ის, რომ ჩემს შესაძლო გადადგომას აქამდე არავინ ადასტურებდა, პოლიტკორექტულობის მარტივი მაგალითია. „გადადგომაზე საუბარი მე დავიწყე გაზაფხულის ბოლოს, ანუ ეს რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება. ამ თემაზე საუბარი მე მქონდა პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთანაც. სიმართლეს ამბობდა ყველა, რამეთუ ეს ნამდვილად ასე იყო, კონსულტაცია არ ნიშნავს, რომ საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ხოლო კონსულტაციის დადასტურება უმრავლესობის წევრების მიერ, როცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, მე ვფიქრობ, რომ არ არის კორექტული და არც სწორი არ არის, რადგანაც შეიძლება საზოგადოება ელემენტარულ შეცდომაში შეიყვანო. დღეს კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება გაჟღერდა, მეც მაქვს უკვე შესაძლებლობა რომ გითხრათ, ეს პროცესი როგორ წარიმართა, რატომ წარიმართა, რა იყო ამის მიზეზი და რა იყო ამის ლოგიკა, რომ მე ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. ამ გადაწყვეტილების ამ დრომდე არ გაჟღერება პოლიტკური კორექტულობის მარტივი მაგალითია. ამას არანაირი დირექტივა და ინსტრუქცია არ სჭირდება. გადაწყვეტილება, როდესაც არ არის მომწიფებული, არ არის საბოლოო, მასზე რამე კომენტარის გაკეთება არ არის მართებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)