2019-09-02 15:55:20, 1417 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - დაველოდოთ სამშაბათის დილას, ოფისში იქნება შეხვედრა, სადაც გაჟღერდება თუ ვინ იქნება პრემიერი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მთავრობის ახალ მეთაურთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
პრემიერის განმარტებით, ხვალ საზოგადოება გაიგებს თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
"პრემიერ-მინიტრობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა, დღესაც გვექნება და ხვალ დილით უკვე საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან ახლა არაკორექტული იქნება ამ კონსულტაციის შინაარსზე საუბარი. დაველოდოთ სამშაბათის დილას. პარტიის ოფისში იქნება შეხვედრა, სადაც გაჟღერდება თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან