|
2019-09-02 15:54:46, 1127 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: თანამდებობის დატოვებაზე საუბარი ივანიშვილთან გაზაფხულის ბოლოდან მქონდა
„ის ამოცანა და მიზნები, რაც იყო საფუძველი ჩემი პრემიერის პოსტზე წარდგენის არის მიღწეული“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაზე კონსულტაციებს როგორც პარტიის ლიდერთან, ასევე პოლიტიკურ გუნდთან გადიოდა. „მე მივიღე გადაწვეტილება, რომ დავტოვო თანანმდეობა. მინდა გითხრათ, რომ ამის შესახებ მე პირველი საუბარი უკვე მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომესათან, ბიძინა ივანიშვილთან და ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა კონსულტაცია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის ამოცანა და მიზნები, რაც იყო საფუძველი ჩემი ამ პოსტზე წარდგენის არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა არის მიღწეული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)