05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 15:25:54, 1110 ნახვა

კომენტარი
კალაძე ბახტაძის FB-პოსტზე: უცხოელი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რა არის ამაში ცუდი?

„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? რა არის ამაში ცუდი?“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას ეხებოდა.

ამასთან, კალაძემ ყოფილ პრემიერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებული ორი რეფორმა გამოყო.

„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა განცხადება ამ პროექტზე, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ უშუალოდ განახორციელა. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პრობლემურ სესხებში იყო, მიეცათ შესაძლებლეობა ახლიდან დაეწყოთ ცხოვრება და კიდევ ერთს რასაც გამოვყოფდი, ეს იყო განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმა. ყველაზე მეტად რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება, ეს არის განვითარებული თაობები, ნასწავლი თაობა, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების ცოდნა გამოვიყენოთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics