|
2019-09-02 14:54:41, 1171 ნახვა
პოლიტიკა
ანთაძე: ერგნეთში შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების დრონს წარვადგენთ, რათა დარწმუნდნენ, რომ იარაღის კვალი არ აღენიშნება
ერგნეთში შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილ დრონს წარვადგენთ, რადა დარწმუნდნენ რომ აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ აღენიშნება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი დრონი დაფიქსირდა, რომელიც მოქალაქის დრონზე შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. „მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი დრონი დაფიქსირდა. დრონი შეეჯახა მოქალაქის დრონს, რის შედეგადაც ჩამოვარდა. მოგეხსენებათ ასევე ის, რომ გუშინ გაჟღერდა უსაფუძლო ბრადებები, რომ აღნიშნული დრონი ჩამოგდებული იქნა ვითომდაც ჩვენი საპოლიციო ქვედანაყოფის მიერ და გახსნილი ცეცხლის შედეგად. ეს მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული დრონი. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი მათი კუთვნილი, რომელიც შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. აღნიშნულ დროს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი და შესაბამისად, გაჟღერებული ეს ბრალდებები არ არის საფუძვლიანი. შესაბამისად, აღნიშნულ დროს დღევანდელი შეხვერის მონაწილეებს წარვუდგენთ“, - აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს დადგმის საკითხმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. რამდენიმე საათიანი შეხვედრა ჩაიშალა. მეორე დღეს ჩაინიშნა ტექნიკური შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებმა განცხადებები გააკეთეს. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დე-ფაქტო წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, რომ ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადაიდგას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)