16:36 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 12:00:41, 1274 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავს

 „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავს.

დემონსტრანტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, მარიამობის დღესასწაულზე პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის რამაზ დევაძის შეწყალებას აპროტესტებენ.

როგორც ენს-ს ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები იდგებიან, ვიდრე პრეზიდენტი არ გამარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას.

„ამ ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანად დგას კრიმინალებზე. ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ამ ხელისუფლებას. ჩვენ ამას ვპირდებით. თითოეული მათი ნაბიჯი მიდის იქითკენ, რომ სრულდება მათი ყოფნა ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ივანიშვილმა, რა გადაადგილებებიც არ უნდა გააკეთოს, თუ სისტემა არ შეიცვალა, შიდა გადაადგილებები არაფერს არ მოუტანს მას. ეს თავადაც კარგად იცის. თითოეული ასეთი ქმედება მხოლოდ დააჩქარებს მის დასასრულს. ასე რომ, ერთად ვიყოთ და ერთად მოვითხოვოთ დაგვისახელო ის პირები, ვინც დაავალა, რომ ამ აქტზე სალომე ზურაბიშვილს ხელის მოეწერა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics