2019-08-31 16:34:09, 5868 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მთავარი მოთხოვნა, ოპოზიციური კანდიდატებების მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში დაშვება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. კერძოდ, რამენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა.
მედიის ცნობით, აქციაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ლუბოვ სობოლიც მონაწილეობენ. მიტინგზე ათასობით ადამიანია ჩართული. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებული.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან