|
2019-08-31 14:48:07, 1572 ნახვა
რეგიონი
მედოევი - ჩვენს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის ხელში ჩაგდება სურთ, ქართულმა მხარემ სავარაუდოდ, ინვესტორი იპოვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, "საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული". როგორც მედოევმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას სურს ამ წიაღისეულის გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის. „როგორც იქნა ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები აღელდნენ. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია „ტალკის“ და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებზე და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა. სახეზე გვაქვს ბიზნესის აბსპლუტურად უნამუსო წესებით წარმოების მაგალითი. ასეთი წესებით სარგებლობენ საერთაშორისო კორპორაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ არ აღელვებთ არც ოცი ხალხის ბედი და მითუმეტეს არც საქართველო. მათი მთავარი მიზანი რესურსების კონტროლი და მოგების მიღებაა “, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)