21:31 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 10:37:53, 2559 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუსთავში ქურდობის 6 ფაქტი გახსნა - დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში ჩადენილ ქურდობის 6 ფაქტზე არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი  ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში,  მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ 5 ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics